01/11/14
30/06/15
30/06/15
ProGeorgia
პროექტი ProGeorgia დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მიერ და მიზნად ისახავდა დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზისა და საძიებო სისტემის შექმნას.
კერძოდ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მსურველთათვის (მათ შორის სტუდენტებისთვისაც) პროექტი უზრუნველყოფს რელევანტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის გამოყენებისათვის მათი კომპეტენციის გაუმჯობესებას.
მონაცემთა ბაზა და სტრუქტურირებული საძიებო სისტემა გამოქვეყნებულია აქ: www.progeorgia.ge
აქვეა ხელმისაწვდომი გზამკვლევი სტუდენტებისათვის - მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს, და რჩევები მათთვის, ვისაც პროექტების შემუშავება სურს.