31/12/17
Erasmus+
Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.
Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ეს გულისხმობს 40%–იან ზრდას მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის სურვილს ამ სფეროში მეტი ფინანსების ინვესტირებისა.
უმაღლესი განათლების სფეროში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
1) ინსტიტუციური თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის
2) სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები
3) სრული სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება
4) ევროკავშირის კვლევების ხელშეწყობა – ჟან მონეს პროგრამა
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.erasmusplus.org.ge