ჩვენ შესახებ
uni.ge არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც შეიქმნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით 2014 წლის 1 აგვისტოს და რომლის საქმიანობისა და ინტერესის სფეროს განათლების სისტემა წარმოადგენს.
კერძოდ, მუშაობის კონკრეტული მიმართულებებია:
- საგანმანათლებლო სფეროში არსებული საკითხების კვლევა, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით;
- საექსპერტო მომსახურება (განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების ხელშეწყობა და სხვა);
- შესაბამისი საგამომცემლო საქმიანობის წარმოება;
- თანამშრომლობა საქართველოს და უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
- ორგანიზაციის მიზნების განსახორციელებლად მიმართული ნებისმიერი სხვა საქმიანობა;
- დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა და სხვა.
ორგანიზაციაში ოთხი თანამშრომელია:
- დირექტორი – ლიკა ღლონტი
- პროექტების მენეჯერი – ნინო ურუშაძე
- პროექტების მენეჯერი – თამარ ლორთქიფანიძე
- ბუღალტერი - ნინო ბერიშვილი
აკადემიურ სფეროში საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებს ექსპერტთა საბჭო, რომელიც შედგება განათლების სპეციალისტებისაგან:
- ნინო ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ირინე დარჩია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი
- ირინე ხანთაძე – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი